|
2023-12-08 15:27:11, 642 ნახვა
საზოგადოება
სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩინეთის სინძიანის პროვინციის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ცენტრის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, დელეგაციას სინძიანში ჩანძის პრეფექტურის ვიცე-თავმჯდომარე, ლი ვუ ხელმძღვანელობდა. მათივე ინფორმაციით, ჩინურმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამუშაოების, მიმდინარე კვლევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. "დელეგაციის წევრებმა ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი და წილკნის ერთწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზები და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიები დაათვალიერეს. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განსაზღვრეს - სოფლის მეურნეობის სფეროში სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოში ერთობლივი სასოფლო-სამეურნეო პროექტების განხორციელება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის დელეგაციის წევრები საქართველოში გამოფენის „საქართველო ჩინეთის სინძიანის პროდუქციის რიგით მე-9 გამოფენა“ ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც 6-8 დეკემბერს, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-4 და მე-5 პავილიონებში ტარდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)