|
2023-12-06 14:15:55, 729 ნახვა
საზოგადოება
„სელფი მობაილმა“ საკრედიტო რეიტინგი BB-/Stable მიიღო
"სელფი მობაილმა", ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, ევროპის წამყვანი საკრედიტო რეიტინგის სააგენტოსგან Scope Ratings, BB-/Stable შეფასება მიიღო. მაღალი საკრედიტო რეიტინგი განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა საკრედიტო ვალდებულებების სიმცირე, ასევე ინდუსტრიის დაბალი ციკლურობა. "სელფი" გამოირჩევა კარგი მომგებიანობით და ბაზარზე სტაბილური პოზიციით. საკრეტიდო რეიტინგის პროგნოზი განისაზღვრა როგორც სტაბილური და განპირობებულია "სელფის" კონკურენტული პოზიციისადმი პოზიტიური მოლოდინით. „მოხარული ვარ, რომ "სელფი" მობაილის მიღწევები და უახლოესი მომავლის გეგმები სწორად ითარგმნა წარმატებულ საკრეტიდო რეიტინგში. რესპექტაბელური ევროპული სარეიტინგო სააგენტოსგან მიღებული ეს შეფასება, დაეხმარება კომპანიას კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი, რომელსაც მიმართავს ქსელის გაფართოებისთვის და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ღირებულების შექმნისთვის. მინდა მივულოცო ჩემს კოლეგებს "სელფიში" ეს მნიშვნელოვანი აღიარება და მადლობა გადავუხადო სარეიტინგო სააგენტოსთან მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის“,- განაცხადა "სელფი მობაილის" გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ბერიშვილმა. ### Scope Ratings -ი, ევროპის წამყვანი საკრედიტო რეიტინგის სააგენტოა, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის რეიტინგების რეგულაციის თანახმად და ოპერირებს ევროკავშირში ECAI -ს სტატუსით. Scope Ratings -ი ერთადერთი ევროპული სარეიტინგო სააგენტოა, რომელიც დაშვებულია ევროპის ცენტრალური ბანკის მეირ ევროსისტემის საკრედიტო შეფასების ჩარჩოსთვის (ECAF).
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)