12:30 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 10:47:05, 851 ნახვა

საზოგადოება
მერია - სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი მოხდა

თბილისის  მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, სახელმწიფო და მუნიციპალური  მიწების უკანონოდ დაკავება-მიტაცების აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

მერიის განცხადების თანახმად, ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი მოხდა.

"გვინდა, ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში სისტემური ხასიათი მიიღო სახელმწიფო  მიწების უკანონოდ დაკავების შემთხვევებმა და მასზე უნებართვოდ სხვადასხვა ფუნქციის შენობების აშენებამ, რომელიც ხორციელდება ორგანიზებული ჯგუფების მიერ, კანონის სრული დარღვევით, ფინანსური სარგებლის მისაღებად. 

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ  უკანონო  ქმედებებისგან, არ შევიდნენ არაკეთილსინდისიერ გარიგებებში თაღლითურ ჯგუფებთან, რომელიც ჰპირდებიან მათ სახელმწიფო მიწების დაკანონებას, რომ არ მიიღონ ფინანსური ზარალი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილების ფარგლებში, მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად",- აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics