11:46 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 12:14:38, 654 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნორვეგიის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნორვეგიის ახალ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

თავდაცვის უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

"მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს ნორვეგიის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივ, ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ტრანსფორმაციის პროცესს. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP), როგორც ყველაზე ეფექტიანი პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობა. 

მინისტრმა ნორვეგიის მხარეს მადლობა გადაუხადა SNGP-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ნდობის ფონდში შეტანილი ფინანსური კონტრიბუციისთვის. საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივ ფორმატში ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს ეროვნულ გვარდიებს შორის ერთობლივ სწავლებებსა და ტრენინგებს, ასევე სამხედრო განათლების სხვადასხვა მიმართულებებს",- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics