|
2023-12-05 11:13:35, 711 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მიწის ფონდის და ნიადაგის ნაყოფიერების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, 200 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობია გამოკვლეული
საქართველოს მიწის ფონდის და ნიადაგის ნაყოფიერების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, 200 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობია გამოკვლეული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიამ, სივრცით-სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით, ნიადაგის თემატური რუკები შეადგინა. „პროექტს „საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა“ ლაბორატორია 2016 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანი საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა, შეფასება და შესაბამისი თემატური ციფრული რუკების შექმნაა. ამასთან, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების (NSDI) პროექტის და ნიადაგის მსოფლიო საინფორმაციო სისტემის - GLOSIS მოთხოვნების შესაბამისი ნიადაგის საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბება. მონაცემების დამუშავებისთვის ლაბორატორია ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის (JRC) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ნიადაგის საერთაშორისო თანამშრომლობის სამდივნოს (GSP) მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიებს იყენებს. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევების საფუძველზე მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის რეკომენდაციების შემუშავება“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)