11:46 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 19:51:55, 732 ნახვა

საზოგადოება
Georgian Airways - მომავალი წლიდან ევროპის მიმართულებით კვირაში 60 რეისამდე დაგვემატება

ავიაკომპანიამ მიიღო ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება, მაქსიმალურად გაზარდოს ფრენები ევროპის მიმართულებებზე, მათ შორის, ყველა დედაქალაქში, პირველ რიგში, ბრიუსელში. ამის შესახებ Georgian Airways-ის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე განცხადებით, ავიაკომპანიას მომავალი წლიდან ევროპის მიმართულებით კვირაში 60 რეისამდე დაემატება და თითოეულ მიმართულებაზე კვირაში არანაკლებ სამი რეისი შესრულდება.

„„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორატი, მათ შორის, თამაზ გაიაშვილი მოხარულია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭების, რაც დღე-დღეზე გადაწყდება. ამასთან დაკავშირებით ავიაკომპანიამ მიიღო ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება, მაქსიმალურად გაზარდოს ფრენები ევროპის მიმართულებებზე, მათ შორის, ყველა დედაქალაქში, პირველ რიგში, ბრიუსელში. მიმდინარე წელს ბევრი ახალი მიმართულება იქნა ათვისებული, მაგრამ „ჯორჯიან ეარვეისი“ მგზავრთა საყურადღებოდ აცხადებს, რომ მომავალი წლიდან ევროპის მიმართულებით კვირაში 60 რეისამდე დაგვემატება. თითოეულ მიმართულებაზე კვირაში არანაკლებ სამი რეისი შესრულდება.

ამასთან, „ჯორჯიან ეარვეისი“ მიმდინარე წლის ბოლოდან იწყებს ფრენებს დუბაიში, მომავალი წლის აპრილიდან კი – ჩინეთში (პეკინი, შანხაი, ჩენდუ). ამ მიმართულებებზეც კვირაში, სულ ცოტა, სამ-სამი რეისი შესრულდება. ასევე, განიხილება ინდოეთის მიმართულებები, როგორებიც არის დელი და მუმბაი.

„ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მისთვის მთავარი პრიორიტეტი ფრენების უსაფრთხოებაა, მგზავრთა კომფორტულ მომსახურებასთან ერთად. ზემოთ აღნიშნულ მიმართულებებზე ყველა რეისი შესრულდება მხოლოდ დღის საათებში, იშვიათი გამონაკლისი, შესაძლებელია, იყოს მხოლოდ ზოგიერთი აღმოსავლური მიმართულება. „ჯორჯიან ეარვეისი“ მომავალი წლიდან შემოიყვანს თანამედროვე ახალ თვითმფრინავებს, როგორიცაა „ბოინგი 787 დრიმლაინერი“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics