11:46 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 10:09:02, 679 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები პორტუგალიაში ვიზიტით იმყოფებოდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, აკადემიის რექტორის, ზურაბ ზუბადალაშვილის ხელმძღვანელობით, სასწავლო ვიზიტით პორტუგალიას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტი ევროპის საბჭოს პროექტის - „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც  მიზნად ისახავდა პორტუგალიის საპოლიციო განათლების სისტემის გაცნობას.

"ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა  პორტუგალიის ეროვნული პოლიციის საგანმანათლებლო დანაყოფი,  ლისაბონის პოლიციის ცენტრალური ოფისი, ასევე, საპოლიციო მეცნიერებებისა და შიდა უსაფრთხოების აკადემია და პოლიციის პროფესიული სასწავლებელი მოინახულეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები პორტუგალიის პოლიციის სტრუქტურას, განათლების, კარიერული განვითარებისა და უწყვეტი კვალიფიკაციის ამაღლების ეროვნულ სისტემებს გაეცნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, პორტუგალიელი კოლეგები საქართველოში საპასუხო ვიზიტით  მოიწვია",- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics