|
2023-12-04 10:05:55, 635 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, ეროვნული ვალდებულებების შესრულების დაჩქარების მნიშვნელობის შესახებ კონფერენცია გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ოსაძემ, ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით ეროვნული ვალდებულებების შესრულების დაჩქარების მნიშვნელობის შესახებ გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლმა და შვედეთის საელჩოს თანამშრომლობის განვითარების განყოფილების უფროსმა, მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ერიკ ილესმა. დისკუსიას ბავშვის ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით ძალისხმევის გაერთიანების მნიშვნელობის შესახებ ფასილიტაცია გაუწია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში და საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორმა, მარიამ ხანმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, გენერალური პროკურატურისა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის ფარგლებში გიორგი ოსაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომებსა და როლზე ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლაში, ისაუბრა ყოველწლიურ საინფორმაციო კამპანიაზე - „ნუ წაართმევ ბავშვობას“, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებზე. ასევე, ხაზი გაუსვა საკითხზე მომუშავე უწყებებისა და ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობის და კოორდინირებული მოქმედებების აუცილებლობას. ღონისძიება მიზნად ისახავდა სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დიალოგის მხარდაჭერას და ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიმართულებით უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებას. კონფერენცია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)