|
2023-12-04 10:03:22, 587 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტრო უერთდება 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს შშმ პირთა უფლებების დაცვას. 2021 წლიდან, ყოველწლიურად შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით მტკიცდება "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა“, რომლის იმპლემენტაციის მიზნით უწყებამ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა და ხელშესახებ შედეგებს მიაღწია, როგორიცაა, თანამშრომლების გადამზადება, შენობებისა და სერვისების მისაწვდომობის უზრუნველყოფა, საგანგებო სიტუაციებში შშმ პირთა საჭიროებების უკეთ გათვალისწინება და სხვა. სამოქმედო გეგმების შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობენ საკონსულტაციო ჯგუფის წევრები, რომელიც "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის თაობაზე“ შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 01 ივლისის N1/22 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. საკონსულტაციო ჯგუფში გაწევრიანებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც განსაზღვრულია სამოქმედო გეგმაში გაწერილი აქტივობების შესრულებაზე პასუხისმგებელ დანაყოფად. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციებისა და სფეროში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2023 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია შშმ პირთათვის ადაპტირებული სერვისების დანერგვა/გაუმჯობესება, თანამშრომელთა გადამზადება, შშმ თემთან შეხვედრები, პოლიციის აკადემიაში სასწავლო მოდულის დანერგვა და სხვა ღონისძიებები, რომელთა განხორციელება აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)