|
2023-11-18 10:25:11, 722 ნახვა
საზოგადოება
წყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
წყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდის მიზნით, საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, თელავის მუნიციპალიტეტში, ნაურდლის სარწყავი სისტემის I, II და III რიგის წყალგამანაწილებელი არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. "სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 15 კმ-მდე სიგრძის დახურული ქსელი და სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი გახდება სოფელ ფშაველის 480 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, თამაზ მღებრიშვილმა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. დღეის მდგომარეობით, კახეთში 55,1 მლნ ლარის ღირებულების 17 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, 6000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის რეგულარულად მორწყვა გახდება შესაძლებელი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)