|
2023-11-17 17:16:19, 701 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალ სერვისზე ისაუბრა
საქართველოს პარლამენტში იუსტიციის მინისტრმა აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისის პროექტი გააჟღერა. ამის შესახებ ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს. ,,მოხარული ვარ, გაცნობოთ ჩვენი ახალი ინიციატივა, რომელიც მომხმარებელს მისცემს საშუალებას, ქირავნობის ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, სადაც მითითებული იქნება, რომ თუკი მოქირავნე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, არ გადაიხდის თანხას, მის გამოსახლებას განახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო. ეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებული. ამ შემთხვევაში დაცული იქნება მესაკუთრის უფლებები. ინიციატივას ცოტა ხანში წარმოგიდგენთ პარალამენტში და მადლიერები ვიქნებით, თუ გვექნება თქვენი შესაბამისი მხარდაჭერა“ - განცხადა რატი ბრეგაძემ. აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის მინისტრმა დეპუტატ ნინო წილოსანის კითხვის პასუხად ისაუბრა. დეპუტატი დაინტერესდა, რა ეფექტური მექანიზმები არსებობს, როდესაც მოქირავნე არ იხდის ქირის თანხას და ამავდროულად, ნებაყოფლობით არ ცლის უძრავ ქონებას. ,,სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაციის“ პროექტი გულისხმობს, სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, სადაც მხარეები აცხადებენ თანხმობას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცეს სააღსრულებო ფურცელი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)