|
2023-11-15 22:51:52, 1230 ნახვა
საზოგადოება
გრიგორიადისი - მაღალჩინოსანმა მითხრა, თქვი, რომ მოლოტოვი შენ ისროლე და მანქანა დაწვი, მარტო შენ დაგიჭერთ, შენი მეგობრები გადარჩებიანო
ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დამიწყო იმაზე საუბარი, რომ აღიარებითი ჩვენება უნდა მიმეცა, თორემ ჩემ მეგობარს დაიჭერდნენ, თქვი, რომ მოლოტოვი შენ ისროლე და მანქანა დაწვი და მარტო შენ დაგიჭერთ, შენი მეგობრები გადარჩებიანო, - ამის შესახებ 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი "რადიო თავისუფლებასთან" მიცემულ წერილობით ინტერვიუში აღნიშნავს. გრიგორიადისის თქმით, მას სურვილი ჰქონდა, რომ ზარის განხორციელებისა და ადვოკატის ყოლის უფლება გამოეყენებინა, თუმცა მაღალჩინოსანმა გააფრთხილა, რომ ჩვენება ადვოკატის გარეშე მიეცა. "ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დამიწყო იმაზე საუბარი, რომ აღიარებითი ჩვენება უნდა მიმეცა, თორემ ჩემ მეგობარს დაიჭერდნენ. თქვი, რომ მოლოტოვი შენ ისროლე და მანქანა დაწვი და მარტო შენ დაგიჭერთ, შენი მეგობრები გადარჩებიანო. დავთანხმდი და სხვა კაბინეტში გადამიყვანეს, სადაც 2 გოგო და ერთი მამაკაცი იყო. სასამართლოზე გოგოებმა თქვეს, მხოლოდ ჩვენ ვიყავით ლაზარეს დაკითხვისასო. იმ ოთახში სულ 5-6 ადამიანი ვიყავით, კაბინეტში ჩემგან მოშორებით მჯდომი ქალი თანამშრომელი ტანსაცმელს ლუქავდა, მეორემ ჩემი უფლებები განმიმარტა, ზარის განხორციელება და ადვოკატის ყოლის უფლება თუ მაქვს, ორივეს გამოვიყენებ-თქო. კართან ის მაღალჩინოსანი იდგა, აღიარებაზე ვინც მესაუბრა და გამაფრთხილა ადვოკატის გარეშე მიცემ ჩვენებასო. მაგან რომ გაიგო ჩემი პასუხი, ამ გოგოს დაუძახა, მოდიო. შეშფოთებული სახით დაბრუნდა იქიდან, აშკარად არ მოეწონა რაც უთხრეს, უბრალოდ სასამართლოზე ვერ გაბედა სიმართლის თქმა, რომ მითხრა, ამჯერად უადვოკატოდ დავწეროთ და მერე ადვოკატთან ერთად ჩავასწოროთო. დაკითხვას რომ მოვრჩით, მერე ფეხსაცმელები მომაწოდა გიორგიმ [ლაზარე გრიგორიადისის მეგობარი - რ.თ.], ისიც ალბათ დასაკითხად ყავდათ მოყვანილი. დაკითხვის მერე ვინც დამაპატიმრა, მაგან გამიყვანა მაღალჩინოსნის კაბინეტში, სიგარეტის მოწევა ხომ გინდოდაო. მომაწევინა, თავი კომფორტულად რომ მეგრძნო და მეკითხება: ლაზარე, სატანისტი ხარ? გამეცინა. არ მომატყუო, ხომ იცი მე ყველანაირ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობაო...", - წერს ლაზარე გრიგორიადისი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)