|
2023-11-15 17:35:13, 723 ნახვა
საზოგადოება
თბილისის წიგნის დღეებს 16 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია - ღონისძიება „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გაიმართა
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით და ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით, წელს კითხვის მოყვარულთათვის წიგნის დღეები ჩატარდა. ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში სტუმრებს სამი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, შეეძინათ სასურველი წიგნები და ესარგებლათ სპეციალური შეთავაზებებით. წიგნის დღეების ფარგლებში, პავილიონს 16 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია. "საქართველოს ბანკის" მიერ მოწყობილ სივრცეში, სამი დღის განმავლობაში, სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ მონაწილეობა ლიტერატურულ გათამაშებებში. ამასთან, მკითხველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ მათ საყვარელ ავტორებს და დასწრებოდნენ დისკუსიებს ლიტერატურის შესახებ. წელს "საქართველოს ბანკის" მიერ მოწვეული სპიკერები ანა კორძაია-სამადაშვილი და ივა ფეზუაშვილი იყვნენ. შეხვედრის ფარგლებში, ანა კორძაია-სამადაშვილმა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე ისაუბრა, ხოლო ივა ფეზუაშვილმა — თანამედროვე ქართულ რომანზე. „საქართველოს ბანკი", როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განაგრძობს კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას და განხორციელებას. სწორედ ამიტომ, წელს ჩვენ წიგნის დღეების გენერალური სპონსორები ვიყავით. გვახარებს ღონისძიებისადმი გამოვლენილი დიდი ინტერესი და ის ფაქტი, რომ ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანეთ კითხვის მოყვარულთა პირადი ბიბლიოთეკის გამდიდრების პროცესში“, - აღნიშნავს "საქართველოს ბანკის" CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე. ინფორმაციისთვის, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი პარტნიორებთან ერთად არაერთ პროექტს ახორციელებს და თავადაც ქმნის მათ. სწორედ ასეთი პროექტია რეგიონის სკოლებში იდეათეკის პროექტი, რომელიც მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა. ის სკოლის მოსწავლეებს აძლევს წვდომას 2000-მდე წიგნით აღჭურვილ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე რესურსებზე – კომპიუტერებსა და პროექტორებზე. დღეს, საქართველოს 7 რეგიონში 19 იდეათეკა ფუნქციონირებს, რომლებიც 9000-მდე მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)