|
2023-11-09 15:46:38, 636 ნახვა
საზოგადოება
შოთა მიქატაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება
გლდანის რაიონში, შოთა მიქატაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. "აღნიშნულ მისამართზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოაწესრიგა, რის შემდეგაც გლდანის გამგეობამ საგზაო სამუშაოები დაიწყო. სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო. „შოთა მიქატაძის ქუჩაზე საკმაოდ მძიმე მდგომარეობდა არსებობდა. პროექტის ფარგლებში, იგება ასფალტის ორფენიანი საფარი და წესრიგდება ფეხით სავალი ბილიკები. სამუშაოების დაწყებამდე, გამოიცვალა წყალარინების ქსელებიც, რომლის შემდეგ, საგაო სამუშაოები დაიგეგმა“, - განაცხადა ბესიკ კალაძემ. პროექტის განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 425 000 ლარი დაიხარჯება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)