|
2023-11-08 17:48:33, 582 ნახვა
საზოგადოება
„დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები გაეცნენ
უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2023“ მიმდინარეობას სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, გრიგოლ გიორგაძემ და დავით სუჯაშვილმა, ასევე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სწავლებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს კრწანისში უმასპინძლეს. „სტუმრები სწავლების ფორმირებულ გენერალური შტაბის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და სიმულაციური სცენარის განვითარების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ოფიციალური პირები სწავლების უწყებათშორის ოპერატიულ ცენტრშიც იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეთა მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. უწყებათშორისი სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებასა და ურთიერთქმედების დახვეწას. „დიდგორი 2023“-ში 18 სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები არიან ჩართული. ეროვნული დონის სწავლება „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)