|
2023-11-06 17:48:08, 992 ნახვა
საზოგადოება
მერია - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის გამო, 7 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეზღუდვა შეეხება გმირთა მოედნისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთიდან ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. „შეზღუდვის პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გმირთა მოედნიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ვარაზისხევისა და ილია ჭავჭავაძის გამზირის გამოყენებით, ხოლო ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილამდე ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება ზურაბ ავალიშვილის ქუჩის გამოყენებით. მიხეილ თამარაშვილის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ „მზიურის“ პარკამდე, „მზიურის“ პარკიდან ნინო რამიშვილის ქუჩამდე კი ავტომობილები იმოძრავებენ ორმხრივად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)