|
2023-11-04 13:56:01, 906 ნახვა
საზოგადოება
„ღირსეული შრომის პლატფორმა“ - ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების გაფიცვას მხარდაჭერას ვუცხადებთ
ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების გაფიცვას მხარდაჭერასა და სოლიდარობად ვუცხადებთ, - ამის შესახებ „ღირსეული შრომის პლატფორმის“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „ღირსეული შრომის პლატფორმა" მოუწოდებს: საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - ყურადღებით მიადევნოს თვალი მიმდინარე პროცესს და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა სწრაფად იქნას მიღებული გადაწყვეტილება ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების ლეგიტიმური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად; თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაციას - დაუყოვნებლივ შეასრულოს მშრომელთა ბაზისური მოთხოვნები, გაზარდოს ხელფასი, დაემორჩილოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და სამსახურში აღადგინოს უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები. „ღირსეული შრომის პლატფორმა“ ეხმაურება ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლების გაფიცვას და სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს მათ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)