|
2023-11-04 12:48:35, 805 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში საბერძნეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი შეხვდა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს მარია თეოდორუსს (Maria Theodorou), რომელმაც თავდაცვის ახალი ატაშე წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ სტეფანოს ლიკოპულოსს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო 2023 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს. "საქართველოს თავდაცვის პირველმა მოადგილემ საბერძნეთის წარმომადგენლებთან ორმხრივის გარდა მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელა. საუბარი შეეხო საქართველოსა და საბერძნეთში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და ბერძენი სამხედროების მონაწილეობის საკითხსაც. ლელა ჩიქოვანმა მარია თეოდორუსს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესში საბერძნეთის რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)