|
2023-11-03 11:33:50, 640 ნახვა
საზოგადოება
აეროპორტების გაერთიანება - ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი 415%-ით გაიზარდა
ოქტომბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 415%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 164 176 მგზავრმა ისარგებლა. (2022 წლის ოქტომბერი 31,898 - მგზავრი). "მგზავრთნაკადის გარდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც და 325 %-ს მიაღწია. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ოქტომბერში 472 რეისს მოემსახურა. (2022 წლის ოქტომბერი 111 რეისი). რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. 10 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1 380 548 მგზავრს მოემსახურა. რაც, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 107 %-ით აღემატება. (2022 წლის იანვარ-ოქტომბერი 665,732 მგზავრი). ისტორიულია 10 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 4 087 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 %-ით მეტია. (2022 წლის იანვარ-ოქტომბერი 2 646 რეისი). 2023 წლის დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება",- ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)