|
2023-11-02 15:46:31, 731 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოში აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა
დაცული ტერიტორიების სააგენტოში აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“, აჯამეთის აღკვეთილის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. დაცული ტერიტორიის სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე დისკუსიის ფორმატში გაიმართა მსჯელობა, გამოითქვა შენიშვნები, რომლებიც, გარკვეულწილად, გათვალისწინებული იქნება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში. "მენეჯმენტის გეგმის მიზანია, აჯამეთის აღკვეთილისთვის გრძელვადიანი მიზნებისა და მის მისაღწევად აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც შესაბამისი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტომ მოცემული მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადაში უნდა განახორციელონ. აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში შემუშავდა. დოკუმენტი მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ ეროვნული კონსულტანტების გუნდის მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)