|
2023-11-02 15:40:15, 811 ნახვა
საზოგადოება
სუს-ი - საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია
31 ოქტომბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, მევლუდ ლაღოშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით დაუყოვნებლივ ამოქმედდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. "31 ოქტომბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ლაღოშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით დაუყოვნებლივ ამოქმედდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. უკანონო პატიმრობიდან მისი გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის გუშინ გამართულ 115-ე შეხვედრაზე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)