|
2023-11-02 13:23:49, 726 ნახვა
ეკონომიკა
სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის ანგარიშის განხილვას დაესწრო
მსოფლიო ბანკმა, საქართველოში მწვანე გარდაქმნის მხარდასაჭერად, ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ბოლოდროინდელ პროგრესსა და იმ გამოწვევებზეა საუბარი, რომელიც მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც არსებობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ანგარიშის განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო და პანელურ დისკუსიაში „გამოწვევები, შესაძლებლობები და რეფორმების პრიორიტეტები მწვანე ბიზნესის მხარდასაჭერად საქართველოში“ მიიღო მონაწილეობა. „ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, მწვანე ეკონომიკის მოდელზე გადასასვლელად და სათბური აირების ემისიების შესამცირებლად ქვეყანა არაერთ რეფორმას ახორციელებს. რეფორმების განხორციელების პროცესში, რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, რაც, ვფიქრობ, ბუნებრივია სიახლეების დანერგვისას. ჩვენი ქვეყანა ენერგოეფექტურობასა და ეკონომიკის მწვანე მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა რეგულაციის შემუშავებისა და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების მნიშვნელოვან ეტაპზეა. აღნიშნული რეგულაციების პრაქტიკაში სრულყოფილად და სწორად ამოქმედებისთვის, საჭიროა სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საზოგადოების ერთობლივი მუშაობა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პარტნიორ უწყებებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს რეფორმებისა თუ საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტიანად გატარება-დანერგვის და წარმოშობილი გამოწვევების გადასაჭრელად“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. ანგარიშის განხილვას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სამსახურების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)