|
2023-11-01 16:15:38, 1008 ნახვა
სამართალი
დმანისის ყოფილი მერის პრესმდივანი - გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმა განხორციელდა
დმანისის ყოფილ მერზე, გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტატუაშვილის პრესმდივანი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოფელ დიდ დმანისთან ტატუაშვილის მანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს. "დღეს, 1-ელ ნოემბერს, დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს რომელიც 2021 წელს, ადგილობრივ არჩევნებზე კენჭს ოპოზიციის კვოტით იყრიდა, თავს დაესხნენ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული და მმართველი პარტიის მიერ როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დმანისში, მოსახლეობის დაშინების მიზნით გამოყენებული ე.წ. ზონდერდაჯგუფების წევრები - ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი. ყოფილ მერს, სოფელ დიდ დმანისთან აედევნა „მერსედესის“ მარკის მანქანა, რომლის მგზავრების მხრიდან დაფიქსირდა 4 გასროლა ცეცხლსასროლი იარაღით. ყოფილი მერის მანქანას დაუზიანდა საბურავი და სკამის საზურგე, რამაც გიორგი ტატუაშვილი იხსნა ფიზიკური დაზიანებისგან. არსებობს თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, რაც დაფიქსირებულია ტატუაშვილის ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორის მიერ. მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე, ე.წ. ზონდერდაჯგუფების არცერთი წვერი არ არის მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. შესაბამისად, ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის ეს ფაქტი შეფასებულია, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობის დაშინებისა და პრევენციის მცდელობა, რომ სისხლიანი გარჩევები იქნება ყველგან, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ ექნება უპირობო მხარდაჭრა. აღნიშნული თავდასხმის შესახებ ეცნობება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს",- ნათქვამია პრესმდივნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მომხდარს ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. "ოპოზიციონერ გიორგი ტატუაშვილს რუსული პარტიის ბანდფორმირება თავს დაესხა და მისი ფიზიკური ლიკვიდაცია განიზრახა. „რუსული ოცნება“ უნდა დავასრულოთ ყველამ ერთად და გავისტუმროთ პოლიტიკურ სანაგვეზე. მზად ვართ, ვიყოთ ამ ბრძოლის წინა ხაზზე და ვიღებთ, მივიღებთ პირველ დარტყმებს",- წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)