|
2023-11-01 12:10:53, 659 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მუხიანში, გობრონიძისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთაზე რეკრეაციული სივრცე განახლდა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუხიანში, გობრონიძისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული რეკრეაციული სივრცე სრულად განახლდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, დაახლოებით, ნახევარ ჰექტარ ფართობის ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა. „იცით, რომ უკვე მეექვსე წელია, არ შეგვიწყვეტია გამწვანების სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით. რეკრეაციული სივრცეების არსებობა მნიშვნელოვანია. ჩვენ გაკეთებულით არ ვკმაყოფილდებით და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. თბილისელებს ვპირდები, რომ კიდევ ბევრ მსგავს პროექტს განვახორციელებთ, რადგან ისე არაფერი უხდება ჩვენს ქალაქს, როგორც მწვანე სივრცეები. ამჯერად, კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ მუხიანში, გობრონიძისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთაზე, სადაც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სრულად განაახლა არსებული მოძველებული ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები მოეწყო; დამონტაჟდა წყლის სასმელი შადრევანი; ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები - მოეწყო სარწყავი სისტემა და დაირგო ხე-მცენარეები.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)