|
2023-10-26 16:30:15, 551 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე" „შუა დერეფნის" განვითარების პერსპექტივებსა და ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „შუა დერეფნის", როგორც საერთაშორისო კავშირების მნიშვნელოვან ფაქტორზე ისაუბრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში მიმდინარე ამავე სახელწოდების პანელურ დისკუსიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ლევან დავითაშვილმა, რომელიც პანელის მთავარი მომხსენებელია, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგზაო-სატრანსპორტო კავშირი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის ყველა სექტორის განვითარებისთვის, ვაჭრობა იქნება ეს, ინვესტირება თუ სხვა. „ახლა უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება კავშირზე, ტრანსპორტზე. საგზაო კავშირები , საგზაო ტრანსპორტი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ კონკრეტულ სექტორს ვავითარებთ, რა თქმა უნდა, ეკონომიკის ყველა სექტორისა და დარგისთვის. ვაჭრობის, ინვესტირების გარდა ეს ზეგავლენას ახდენს ზოგადად უმუშევრობასა და საარსებო საშუალებებზე. ეს არის ერთი საკითხი, ინფრასტრუქტურაში მაღალი დანახარჯები კი ჩვენი მეორე პრიორიტეტია, რადგანაც ამას წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში. 2021-2022 წელს საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აღინიშნებოდა და ჩვენ გვინდა, რომ 2023 წელსაც შენარჩუნდეს ეს მაღალი მაჩვენებელი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი" სპიკერთა წარმომადგენლობითი გუნდია შეკრებილი - საქართველოს ვიცე-პრემიერის გარდა მასში მონაწილეობენ რაშად ნაბიევი - აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ენვერ ისკურტი, ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრი სატჟან აბლალიევი, კიტაკ ლიმი - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი და საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების (IRU) გენერალური მდივანი უმბერტო დე პრეტო. „დაკაშირებადობა" - ეს წლევანდელი „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემაა. დისკუსიის მონაწილეები ამ კონტექსტში განიხილავენ „შუა დერეფნის" განვითარების პერსპექტივებს და ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს. „ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვმონაწილეობთ ფართომასშტაბიან საერთაშორისო პროექტებში, ასევე ვთანამშრომლობთ ისეთ ინიციატივაში, როგორიც „შუა დერეფანია". გასულ წლის ნოემბერში, აქტაუში შუა დერეფნის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სამოქმედო გეგმას, რომ უკვე დაწყებულიყო მასზე მუშაობა. ხუთი წელია წინ სამუშაოდ, იმისათვის რომ გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა, თანამშრომლობა, პოლიტიკა, საკანმომდებლო ჩარჩო და ა.შ. კიდევ საჭიროა აქტივობების , საქმიანობის კოორდინაცია - რომ ყველაფერი იყოს სანდო , მიმზიდველი, საერთაშორისო დონეზე გამჭვირვალე. ეს არის ჩვენც მიერ აღებული ვალდებულება და ახლა უკვე ვხედავთ, რომ მონაწილეები გამოირჩევიან ერთიანობით, ერთი მიდგომით", - განაცხადა ევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „შუა დერეფანთან" დაკავშირებულ ყველა ქვეყანას განცხადებული აქვს სურვილი, დაძლეული იქნას პროექტთან დაკავშირებული გამოწვევები. „ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის საკმაოდ ეფექტიანი მარშუტი იქნება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)