|
2023-10-17 15:59:49, 591 ნახვა
საზოგადოება
იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი, არის ყველაზე საამაყო საქმე, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევას და თავგანწირვას - ბურჭულაძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენება სამხედრო მოსამსახურეების მიმართ მადლობის გადახდით დაიწყო. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, სწორედ ქართველი სამხედროები არიან ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის და მშვიდობის დასაცავად გაიღონ ყველაზე მნიშვნელოვანი, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. „იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი, არის ყველაზე საამაყო საქმე, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევას და თავგანწირვას“, - აღნიშნა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული სამხედროები გაიხსენა და ქედი მოიხარა მათ წინაშე. მოხსენების დასაწყისში მინისტრმა მადლობა გადაუხადა ასევე, დაჭრილ-დაშავებულ გმირებს და მათ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა აღუთქვა. „ჩვენი სამხედროები ბოლო წლების განმავლობაში სამაგალითოდ მსახურობდნენ ნატოსა და ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში, მხარს უჭერდნენ სამოქალაქო სტრუქტურებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენს საამაყო მაშველებთან ერთად მონაწილეობდნენ ბუნებრივი კატასტროფების სალიკვიდაციო სამუშაოებში. ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რაჭის სტიქიის დროს, როგორ თავდაუზოგავად შრომობდნენ ისინი მაშველებთან ერთად სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ღირსეული სამსახურისა და ქვეყნის ერთგულებისთვის. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, ქართული ჯარი და მისი შესაძლებლობები არის საქართველოს სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი. მისი საპარლამენტო მოხსენებაც საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ითვალსწინებდა, რაც ქართული ჯარის შესაძლებლობების გაძლიერების, ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის მოდერნიზების, ინსტიტუციური განვითარებისა და საერთაშორისო პარტნიორობის განმტკიცების, ჯარისკაცებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვის პოლიტიკის მიმართულებით თავდაცვის უწყებაში ბოლო დროს გადაიდგა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)