|
2023-10-14 12:04:03, 885 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ბრაზილიის ელჩს საქართველოში ოსვალდო ბიატო ჯუნიორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ბრაზილიის ელჩს საქართველოში ოსვალდო ბიატო ჯუნიორს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხრიდან გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში შემუშავებული ეკონომიკური ინსტრუმენტის REDD+_ის დაფინანსების მოპოვების საკითხს, რაშიც ბრაზილიისთვის საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება. საუბარი შეეხო კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმართველი ორგანოს 37-ე შეხვედრასაც, რომელიც თბილისში გაიმართება. „ბრაზილიაში სატყეო სექტორში არსებული გამოწვევები საქართველოსთვის ნაცნობია, ვინაიდან წარსულში ჩვენც გვქონდა ანალოგიური მდგომარეობა, როდესაც ტყეების ჩეხას და მათ გამოყენებას პირადი მიზნებისთვის ხშირი ხასიათი ჰქონდა. ამ პრაქტიკის შესაცვლელად, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელეთ, ასევე მივიღეთ დაფინანსება კლიმატის მწვანე ფონდისგან. ამასთან ერთად, საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს ტყის მართვის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას, რათა თავიდან ავიცილოთ ტყეების უკანონო ჩეხა”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც იმსჯელეს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველო ისწრაფვის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, თუმცა, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება. ბრაზილიის ელჩმა საქართველოში ოსვალდო ბიატო ჯუნიორმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხებზე, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტ-იმპორტის გაზრდის შესაძლებლობებზე. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)