|
2023-10-13 10:01:56, 895 ნახვა
საზოგადოება
TASS - რუსეთში უფასოდ სწავლის სურვილი საქართველოდან 100-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა
საქართველოდან, დაახლოებით, 100-მდე აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი 2024 წელს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლაზე. აღნიშულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ მათ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებაში განუცხადეს. "დაახლოებით, 100 განაცხადი უკვე შემოვიდა", - განაცხადა სექციის თანამშრომელმა. მათივე ცობით, წელს კვოტა 200 ადგილია. TASS-ის ინფორმაციით, საქართველოდან აბიტურიენტებს ნებისმიერი უნივერსიტეტის არჩევას სთავაზობენ, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის და მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის გარდა. "ძირითადად, არჩევანი მოდის მოსკოვისა და სანქტ-პეტრბურგის უნივერსიტეტებზე, მაგრამ განმცხადებლები ასევე ირჩევენ უნივერსიტეტებს ყაზანში, კრასნოდარის, ასტრახანის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებში", - წერს TASS-ი.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)