|
2023-10-12 15:27:23, 635 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის რაიონში 2 სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონის გამგეობა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სახლების კაპიტალურ გამაგრებას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები დ. ჭონქაძის ქ. N8-სა და შიო მღვიმელის ქ. N3-ში მიმდინარეობს. "სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად გაეცნო. სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია ორივე შენობის ფასადს ჩაუტარდება. აღდგება და პირვანდელი სახე დაუბრუნდება აივნებსა და შუშაბანდს. მონოლითური რკინა-ბეტონით სახლების საძირკველი უკვე გამაგრდა, რისთვისაც მზიდ კედლებზე არმატურის ბადე, ხოლო პერიმეტრზე მონოლითური რკინა-ბეტონის კოჭები მოეწყო. ასევე, ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდა ფანჯრებისა და კარების ღიობები, ბზარების დამუშავება კი სპეციალური მასალით მოხდა. ორივე სახლში 16 ოჯახი ცხოვრობს, რომელთა საცხოვრებელი პირობები რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდება. სამუშაოების განხორციელებისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში 717 885 ლარი დაიხარჯება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)