|
2023-10-09 20:29:43, 659 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში ახალი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დაიწყო
რუსთავში ახალი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 150 მსჯავრდებულზე გათვლილი დაწესებულების მშენებლობა 2024 წელს დასრულდება. "საქართველოსთვის სრულიად ახალი ტიპის დაწესებულება იძლევა ციხის უფრო მეტად ეფექტიანი მართვის შესაძლებლობას. რუსთავის ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება თანამედროვე ტიპის საკნები, სასადილო, მაღაზია, სპორტული ინფრასტრუქტურა, რესოციალიზაციის სივრცეები, გაუმჯობესებული პირობები თანამშრომლებისთვის და უსაფრთხოების უახლესი სისტემები. სიმბოლური კაფსულა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა თანამშრომლებთან ერთად ჩადეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)