|
2023-10-09 17:12:26, 634 ნახვა
საზოგადოება
გენერალური პროკურორის მოადგილე მართლმსაჯულების სფეროში EU-ს ტექნიკური დახმარების პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი მართლმსაჯულების სფეროში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლები და პროკურატურის სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომლები ესწრებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური პროკურორის მოადგილემ ევროკავშირის პროექტის წარმომადგენლებს საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების სფეროში სამომავლო პროექტების განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას. "ნათია მერებაშვილმა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ რეფორმების განხორციელება ევროპული სტანდარტების შესაბამისად პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ევროკავშირის მიერ საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს მხარდასაჭერად დაგეგმილი ახალი, სამწლიანი ტექნიკური დახმარების პროექტის მიზანი მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების მხარდაჭერაა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)