|
2023-10-08 12:33:28, 628 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომმა დაარსებიდან 36 წელი აღნიშნა
ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით და საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიდი დიღმის 36 წლის იუბილე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, საიუბილეო ღონისძიება, რომელიც სამ ლოკაციაზე ჩატარდა საბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავდა. "ღონისძიების ფარგლებში, საბურთალოს რაიონის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების, სკოლის მოსწავლეების და საბავშვო სტუდიების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართა, მათ შორის საპნის ბუშტების და ქიმიური ექსპერიმენტების შოუ. სკვერებში მოეწყო სპეციალური კუთხეები, სადაც მათ ხატვა და ძერწვა შეეძლოთ, ასევე, მოეწყო ფოტო ზონა, მეზღაპრის კუთხე, წყალზე ხატვა და გასაბერი საბავშვო ატრაქციონები. გაიმართა თოჯინების თეატრის სპექტაკლებიც. სტუმრების განწყობაზე ზღაპრების გმირები და ანიმატორები ზრუნავდნენ. საღამო მუსიკალური პროგრამით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც, მაყურებლის წინაშე წარდგნენ პოპულარული ქართული ჯგუფები და მომღერლები. დიდი დიღმის საიუბილეო ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა. ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე დაესწრნენ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)