|
2023-10-07 12:44:25, 925 ნახვა
საზოგადოება
იუსტიცია - თბილისში პირველი ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
თბილისში პირველი ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ორი დღის განმავლობაში ფორუმზე განიხილეს სამართლის დარგში აქტუალური პრობლემები და გამოწვევები, მათ შორის, ჩეხური სამართლის სისტემის თავისებურებები და საქმიანობის მოდელები. სპეციალური სესია დაეთმო ევროკავშირის სამართლის რეგულაციების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის საკითხს. "ფორუმის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ფორუმის მიმდინარეობისას გაზიარებული ინფორმაცია და გამოცდილება ორივე მხარისთვის სასარგებლო აღმოჩნდა და გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც დაუჭირონ მხარი საქართველოსა და ჩეხეთს შორის სამართლებრივი პლატფორმის განვითარებას. ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმის იდეა შარშან ოქტომბერში ჩეხეთისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა; რიგით მეორე ფორუმს კი, თბილისის შემდეგ მომავალ წელს პრაღა უმასპინძლებს. საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩეხურ მხარესთან თანამშრომლობა და იმ გამოცდილების გაზიარება თუ რა სამართლებრივი პროცესების გავლა მოუწევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქართული კანონმდებლობის ევროკავშირთან დაახლოების საკითხში, რასაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარება უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია და მსგავსი პლატფორმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჩეხეთის გარდა გერმანიას, აზერბაიჯანსა და სომხეთთანაც აქვს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)