|
2023-10-06 14:30:55, 800 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ „ოქროს მედლით“ დააჯილდოვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის „ოქროს მედლით“ დაჯილდოვდა. სოლომონ პავლიაშვილმა, დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მადლობა გადაუხადა. „დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ნებისმიერი ჩემი წარმატება - სამეცნიერო, კვლევითი, პოლიტიკური, დაკავშირებულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ძალიან დიდი მადლობა დაფასებისთვის“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ სოლომონ პავლიაშვილი აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას ეწევა; 1986 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს: მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, აგრარული მეცნიერება, აგროეკოსისტემების მდგრადობა, გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვა, ცირკულარული ეკონომიკა, ეკონომიკის მდგრადი განვითარება. სოლომონ პავლიაშვილს გამოქვეყნებული აქვს 16 მონოგრაფია, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი სხვადასხვა ქვეყანაში; აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, არის საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის კოორდინატორი. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)