|
2023-10-06 12:29:22, 839 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით ზუგდიდში DATA BOOTCAMP ჩატარდა
"თიბისის" განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ზუგდიდის ტექნოპარკის ორგანიზებით, ზუგდიდში DATA BOOTCAMP-ი გაიმართა. DATA BOOTCAMP-ის მონაწილეებმა 7 დღის განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტის - AI, ML, Computer Vision-ის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს. შემაჯამებელ დემო დღეზე, კი მონაწილეებმა პრეზენტაციები წარადგინეს და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. "თიბისიმ", მონაწილეებს შორის, ხუთი რჩეული ახალგაზრდა გამოავლინა, რომლებიც "თიბისის" Data Academy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავებისა და პრაქტიკული გადამზადების კურსებს გაივლიან. "თიბისისთვის" ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. "თიბისი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია, DATA BOOTCAMP-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაში ტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს. DATA BOOTCAMP-ი, გურჯაანსა და ზუგდიდში ჩატარების შემდეგ, ბათუმსა და თბილისშიც გაიმართება და ჯამში 150-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)