|
2023-10-05 15:23:48, 696 ნახვა
საზოგადოება
მერია - განახლებული მე-18 ბიბლიოთეკა მკითხველს დღეიდან უმასპინძლებს
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გლდანის რაიონში, „მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ აკაკი ბაქრაძის სახელობის მე-18 ბიბლიოთეკის ახლად რეაბილიტირებული შენობა გაერთიანების ხელმძღვანელთან, ნინია მაჭარაშვილთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძის განცხადებით, მომავალ წელს დედაქალაქში კიდევ 7 ბიბლიოთეკა განახლდება. „ზოგადად, ქალაქში ბიბლიოთეკების მიმართულებით გვქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა და დავიწყეთ ბიბლიოთეკების განახლების პროექტი. მომავალი წლის ბოლოსთვის კიდევ შვიდი გარემონტებული, განახლებული, ყველანაირად მოწესრიგებული ბიბლიოთეკა შეემატება დედაქალაქს. რამდენიმე თვეში დასრულდება დიღმის მასივში, რობაქიძის პროსპექტზე მდებარე ბიბლიოთეკაში დასრულდება სარემონტო სამუშაოები. ხედავთ, როგორი გარემოა შექმნილი, იმისთვის, რომ ყველა თაობის ადამიანმა ისარგებლოს. მთლიანად განახლდა წიგნადი ფონდი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ყველა ბიბლიოთეკა იქნება განახლებული და მოწესრიგებული“, - განაცხადა კალაძემ. განახლებული ბიბლიოთეკა ასევე დაათვალიერეს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესო კალაძემ, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ და დედაქალაქის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ. ბიბლიოთეკის შენობა კაპიტალურად შეკეთდა, შეიცვალა დაგეგმარება, რის შედეგადაც უფრო გახსნილ და მაქსიმალურად მოსახერხებელ სივრცედ იქცა. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა ინფრასტრუქტურა და წიგნადი ფონდი. კლასიკურ, თანამედროვე და საბავშვო ფონდებს დაემატა უახლესი წიგნები, ასევე გადახალისდა ჟურნალ-გაზეთების განყოფილება. ფილიალს დაემატა თანამედროვე საერთო სამუშაო სივრცე, სადაც განთავსებულია სტაციონარული კომპიუტერები, ასევე, ცალკეა სივრცე პირადი ლეპტოპებით მოსარგებლეთათვის. ბიბლიოთეკა სრულადაა აღჭურვილი, რათა უმასპინძლოს წიგნის წარდგენებსა და სხვადასხვა სახის სახელოვნებო თუ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებს. 16 ოქტომბრიდან აქ უკვე დაგეგმილია კითხვისა და შემოქმედებითი აზროვნების განმავითარებელი კურსი, რომელიც განკუთვნილია 10-12 წლის მოზარდებისთვის. კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან როგორც წაკითხულზე მსჯელობის, ისე მხატვრული წერის სპეციფიკას. ფილიალი იმუშავებს ყოველდღე, ოფიციალური დასვენების დღეების გარდა. განახლებული ბიბლიოთეკის პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები ზაზა იაშვილი და სოფო მაჭავარიანი.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)