|
2023-09-21 16:32:44, 924 ნახვა
სამართალი
რექტორის განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის ინფორმაციით, ამავე უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროფესორი ოთარ გელაშვილი ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით გუშინ გარდაიცვალა. როგორც სტუ-ს რექტორმა "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა, გელაშვილი, დაახლოებით, ერთი თვის წინ, რამდენიმე საათით მიუწვდომელი იყო, შემდეგ კი, ქვემო ქართლის რეგიონში მძიმე მოტეხილობებით იპოვეს. "ბატონი ოთარ გელაშვილი ერთი თვის, 40 დღის წინ, ერთი დღე იყო 19:00 საათიდან დილამდე მიუწვდომელი. შემდგომში ის იპოვეს ქვემო ქართლის რეგიონში. იყო ძალიან მძიმე მოტეხილობებით. გაუკეთდა ოპერაცია რუსთავში, შემდეგ გადმოყვანილი იყო საუნივერსიტეტო კლინიკაში. ბატონი ოთარ გელაშვილი გარდაიცვალა გუშინ დილას...ის გარდაიცვალა ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით",- ამბობს რექტორი. გურგენიძის თქმით, პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა, ხოლო კიდევ ერთს ეძებენ. "გამოძიებას დაკავებული ჰყავს ერთი პიროვნება, როგორც ვიცი, ერთი პიროვნება კი, მიმალულია - საზღვარგარეთ იმავე დღეს. მიმდინარეობს გამოძიება... ჩვენ გვაქვს ერთადერთი ის ინფორმაცია, რომ ეს არ უკავშირდება მის აკადემიურ საქმიანობას, არც სამეცნიერო საქმიანობას. მოგეხსენებათ, მეცნიერს აქვს უფლება, ჰქონდეს პირადი ბიზნესი და შეიძლება, ერთ-ერთ ბიზნესს უკავშირდებოდეს, რომელსაც გამოძიება დაადგენს. მთავარი ვერსია არის ეს",- განაცხადა დავით გურგენიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)