|
2023-09-20 12:00:18, 807 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში, თევზჭერის აკრძალული საშუალებით - ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტმანეტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლენილია მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარეების - ხრამის, დებედასა და მტკვრის კალაპოტებში. მოქალაქეებს, გასაბერი ნავებიდან, ელექტროშოკური აპარატების გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული, ჯამში, 50 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი. „1 სამართალდარღვევა გამოვლინდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. სოფელ ჯანდარის მიმდებარედ არსებულ არხზე, მოქალაქეს, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული 3,7კგ სხვადასხვა სახეობის თევზი. 2 სამართალდარღვევა გამოვლენილია მცხეთის მუნიციპალიტეტში, მტკვრისა და ძეგვის კალაპოტებში. 1 სამართალდარღვევა დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მოქალაქე, მდინარე ჩხერიმელაზე ე.წ ჩოგან-ბადეზე მიერთებული დენის წყაროს გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას. გარემოსადცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასაბერი ნავები, თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული თევზი დალუქეს. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმები. მდინარე დებერას კალაპოტში გამოვლენილი ფაქტი კი, სადაც მოქალაქეებს 45 კილოგრამი ოდენობის თევზი ჰქონდათ მოპოვებული, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)