|
2023-09-15 22:31:50, 768 ნახვა
საზოგადოება
მერია - მიცკევიჩის ქუჩაზე, რამდენიმე დღის განმავლობაში, საზოგადობრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება
„ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, მიცკევიჩის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ავტობუსი N347 ყაზბეგის გამზირიდან ტანძიისა და ადამ მიცკევიჩის ქუჩებისკენ მოძრაობის ნაცვლად, გადაადგილდება ყაზბეგის გამზირზე, დავით გამრეკელის ქუჩით დაუკავშირდება მიცკევიჩის ქუჩასა და პეკინის გამზირს, შემდეგ კი მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურება. უკუმიმართულებისას, ავტობუსის მოძრაობის სქემა არ შეიცვლება. "N497 მიკროავტობუსი ვეძისის დასახლებიდან ბუკიას ბაღის მიმართულებით მოძრაობისას, გაივლის იონა ვაკელის ქუჩას და ტანძიის ქუჩაზე გადაინაცვლებს. შემდეგ მობრუნდება საირმის ქუჩის გადაკვეთასთან, მოძრაობას გააგრძელებს ყაზბეგის გამზირისკენ და გამრეკელის ქუჩით, სულხან ცინცაძის ქუჩას დაუკავშირდება. აღნიშნული მარშრუტის გავლის შემდეგ, მიკროავტობუსი იმოძრავებს დადგენილი სქემით, ხოლო უკუმიმართულებისას, N497-ის მარშრუტში ცვლილებები არ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)