|
2023-09-12 15:39:51, 831 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს
რატი ბრეგაძე რიგაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ლატვიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელსაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები ესწრებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, აგრეთვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების – ხორვატიის, კვიპროსისა და ფინეთის – იუსტიციის მინისტრებთან. „რატი ბრეგაძემ კოლეგებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ინიციატივები განიხილა. კერძოდ, ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესში საქართველოს გამოცდილებას ევროპელი ექსპერტები გაუზიარებენ. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პარტნიორებს პენიტენციურ სისტემასა და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით განხორციელებული რეფორმებიც გააცნო. საუბარი შეეხო, აგრეთვე, ნოემბერში საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის თემა პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესში ინოვაციური მიდგომები იქნება. საქართველოს დელეგაციაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და ლატვიაში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი არიან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)