|
2023-09-11 10:09:42, 789 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში პირველად, დაცული ტერიტორიების შესახებ საერთაშორისო სამიტი გაიმართება
საქართველოში პირველად, დაცული ტერიტორიების შესახებ საერთაშორისო სამიტი გაიმართება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, პირველი საერთაშორისო სამიტი, სახელწოდებით „ეროვნული პარკებისა და ველური ბუნების დაცვა ევრაზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, 2023 წლის 7-9 ნოემბერს გაიმართება. "სამიტის მიზანია ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკასთან გაცნობა და გამოცდილების გაზიარება. ღონისძიების მონაწილე მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკების წარმომადგენლები, აშშ-დან, გერმანიიდან, შვედეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და კორეის რესპუბლიკიდან, შეეხებიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: • ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელები • ეროვნულ პარკებში არსებული ტექნოლოგიები და სისტემები • ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზები ღონისძიება ორგანიზებულია ფონდის Global Conservation მხარდაჭერით, კავკასიის ბუნების ფონდის, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ასევე ზუკოვის ფონდისა (Succow Stiftung) და GIZ-ის თანადაფინანსებით. ღონისძიების პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული პარკების სამსახურის (US National Park Service) „საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამა“ (USDOI-ITAP)",- ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)