|
2023-09-08 18:58:46, 874 ნახვა
საზოგადოება
შსს - გურიაში, სტიქიის ზონაში მუშაობა საგანგებო რეჟიმში გრძელდება - უსაფრთხო ადგილზე 50-მდე ადამიანია გადაყვანილი
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მეხანძრე-მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვნები და არასრულწლოვანები. ნაპოვნია ორი ცხედარი და ერთი მოზარდის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები. ცნობისთვის, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სტიქიის შემდეგ გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვნის ძებნის ღონისძიება მიმდინარეობდა, დღეს დილით გაავრცელა. ამასთან, მოგვიანებით, მაშველებმა სოფელ ჯუმათში ერთი არასრულწლოვანის ცხედარი იპოვეს. სტიქიის შედეგებს ებრძვიან ქობულეთშიც, სადაც მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე აჭყვამ რამდენიმე ქუჩა დატბორა, სოფლებში კი მეწყრული პროცესები განვითარდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)