|
2023-09-08 10:09:53, 770 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - მელიას აღქმები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საინტერესო არ არის
ნიკანორ მელიას აღქმები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საინტერესო არ არის,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რსატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. ბრეგაძის თქმით, სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებულია და საქმეში „მელია საქართველოს წინააღმდეგ" მელია არის დამარცხებული. „ჩვენ აუცილებლად უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან პოლიტიკური შეხედულებები, შეგრძნებები და სამართალი. თუ რა შეფასება აქვს ბატონ ნიკანორ მელიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ეს ნაკლებად საინტერესოა, რადგან უკვე არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მკაფიოდ და ხაზგასმით თქვა, რომ ნიკანორ მელიას მიმართ განხორციელებული ღონისძიებები იყო სრულ შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან“, - განაცხადა ბრეგაძემ. მისივე თქმით, დემოკრატიული საზოგადოებრივი წყობილების და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება არის ქართველი ხალხის ისტორიული ნება, რაც სამართლებრივ ნორმებზე შეთანხმებას და მის დაცვას გულისხმობს. და თუკი ადამიანი არ დაემორჩილება კანონმდებლობას, მას დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. სწორედ ასეთი პასუხისმგებლობა დაეკისრა ნიკანორ მელიას. ამავდროულად, აქ დაცული იყო ადამიანის უფლებები უმაღლესი ევროპული სტანდარტით. „მელიას აქვს გამოხატვის თავისუფლება და შეუძლია, თავისუფლად ისაუბროს იმაზე, რაც უნდა და იმ ფორმით, რა ფორმითაც მოესურვება, მაგრამ სამართლებრივი პროცედურა არის დასრულებული. სასამართლომ თქვა, რომ საქმეში არცერთი მოქმედება სახელმწიფოს მხრიდან არ იყო მოტივირებული პოლიტიკურად... სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებულია და საქმეში „მელია საქართველოს წინააღმდეგ" მელია არის დამარცხებული",- დასძინა იუსტიციის მინისტრმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)