|
2023-09-06 13:19:16, 694 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის ინიციატივით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამა იწყება
თბილისის მერიის ინიციატივით, იწყება ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, დაფინანსდება როგორც პროდუქციის, ასევე, სხვადასხვა სფეროს მიმართულებით სერვისების შექმნა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტების განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლები თავადვე იქნებიან. „პროგრამის მიზანია, სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების ინოვაციური და შემოქმედებითი იდეების რეალიზება; ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მათი დასაქმების ხელშეწყობა; ახალგაზრდებზე ორიენტირებული სერვისების შექმნის მხარდაჭერა; ახალგაზრდული ჯგუფებისა და ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა და მათი გაძლიერება. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 250 000 ლარს, ხოლო თითოეული პროექტის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტისგან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, პროექტების მიღება დაიწყება 6 სექტემბერს და 27 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)