|
2023-09-06 13:07:34, 634 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ სახალხო დამცველს უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ სახალხო დამცველს უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაო შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი უძღვებოდა. მინისტრის პირველმა მოადგილემ საკუთრების უფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის როლს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციის პროცესში. „მიწის სისტემური რეგისტრაციის, დამისამართებული საქართველოსა და ბიზნესსუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის რეფორმების შედეგების შესახებ შუალედური პრეზენტაცია ლევან იოსელიანს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ წარუდგინა. შეხვედრაზე განხილულ იქნა, აგრეთვე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციურ შესაძლებლობები გენდერული ბალანსისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებებით. საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროში დასაქმებულთა შრომით უფლებებს. აღინიშნა, რომ სამინისტრო თანამშრომლების ინტერესებზე ორიენტირებული უწყებაა და მუდმივად ზრუნავს მათი პირობების გაუმჯობესებაზე. იუსტიციის სამინისტრო სახალხო დამცველის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)