|
2023-09-05 19:06:35, 1036 ნახვა
სამართალი
ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომლის შემდგენლობაში ძირითადად ქართველები იყვნენ, სხვადასხვა ქალაქებში სახლებს ძარცვავდნენ. უწყების ცნობით, კრიმინალურ დაჯგუფებას ე.წ. კანონიერი ქურდები მართავდნენ. ამასთან ერთად ცნობილია, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები თანხებს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გზავნიდნენ. ეჭვმიტანილების დაკავების შემდეგ, მათი სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ძვირადღირებული საათები, მობილური ტელეფონები და ნაღდი ფული ამოიღო. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები არიან ქართული მაფიოზური ორგანიზაციების წვერები და მათ ე.წ. კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობენ. ისინი წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ. პოლიციამ გაარკვია, რომ მანქანას ქირაობდნენ და მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებოდნენ. ძარცვავდნენ სახლებს, ფერემბსა და სხვა ობიექტებს. კრიმინალები რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილი. ისინი დავალებებს ქართველი პირებისგანაც იღებდნენ, სავარაუდოდ ისინი უმზადებდნენ მათ ყალბ დოკუმენტებს და ასევე უზრუნველყოფდნენ მათთვის საცხოვრებელ ადგილებს", - აცხადებენ ესპანეთის პოლიციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)