|
2023-09-02 10:29:51, 763 ნახვა
საზოგადოება
ლელა ჩიქოვანი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს შეხვდა
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს უმასპინძლა. აღნიშნულისშესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა აღმოსავლეთ ევროპაში,ცენტრალურ აზიასა და რუსეთში ოფიციალურ წარმომადგენელსა და ჯგუფის ხელმძღვანელს, დევიდ მორგანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და გაერთიანებული სამეფოს, როგორც საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორისა და მტკიცე მხარდამჭერის მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა. "მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ლელა ჩიქოვანმა ბრიტანელ სტუმარს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, გაერთიანებული სამეფო თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სანდო და გამორჩეული პარტნიორია, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მზარდ საფრთხეებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურას",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)