|
2023-09-02 10:21:39, 904 ნახვა
სამართალი
ქვემო ქართლში ჰაერდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები 8 კომპანიაში გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში ჰაერდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები 8 კომპანიაში გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, დარღვევები გამოვლინდა ისეთ საწარმოებში რომლებიც გაჯისა და პერლიტის წარმოების, მეორადი ზეთებისა და სახიფათო ნარჩენების (ტყვიის) აღდგენა-გადამუშავების მიმართულებით ახორციელებენ საქმიანობას. "ადმინისტრაციული მიწერილობის საფუძველზე, 2 ობიექტს საქმიანობის განხორციელების უფლება დარღვევების გამოსწორებამდე შეუჩერდა. ხოლო 6 ობიექტის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შედგა ოქმები. მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)