03:27 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-31 12:05:25, 655 ნახვა

საზოგადოება
უზბეკეთთან მევენახეობის მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უზბეკეთის, აკადემიკოს მ. მირზაევის სახელობის მებაღეობის, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევით ინსტიტუტთან ყურძნისა და მრავალწლოვანი კულტურების გენეტიკური რესურსების გაცვლის მიმართულებით თანამშრომლობას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის საერთაშორისო სტანდარტების გაზიარებას, სანერგე მეურნეობების პროექტის შემუშავებაში ხელშეწყობას, ინ ვიტრო გამრავლების წესების და შენახვა-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების გაზიარებას და ასევე ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას გულისხმობს.

„ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება და მისი უზბეკეთში დანერგვაა. ჩვენი ინსტიტუტის ბაზაზე სანერგე მეურნეობის მოწყობას ვგეგმავთ, რისთვისაც გვსურს ვაზის ჯიშების გაცვლა. ქართული ჯიშების გამოცდა უზბეკეთის პირობებში მოხდება“ - აღნიშნა მ. მირზაევის სახელობის მებაღეობის, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ულუგბეკ აბდუგანიევმა.

ვიზიტის ფარგლბეში, სტუმრებმა ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზაზე არსებული ხეხილის და ვაზის კოლექციები დაათვალიერეს, ასევე წილკნის ერთწლოვანი კულტურების ბაზაზე ნიადაგის კვლევის, თესლისა და სარგავი მასალის და ინ ვიტრო ლაბორატორიების მუშაობას გაეცნენ. დელეგაციის წევრები შპს ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიაშიც იმყოფებოდნენ, რომლის ძირითადი ფუნქცია ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ლაბორატორიული კონტროლი და ღვინის მწარმოებელთა ტექნიკური მხარდაჭერაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics