|
2023-08-30 12:06:16, 651 ნახვა
საზოგადოება
მერია - ტაბახმელაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება
ტაბახმელაში, თრიალეთის ქუჩა N2-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტების სპორტულ კომპლექსს მთაწმინდის რაიონის გამგეობა 7 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოაწყობს. „არაერთხელ გვითქვამს, რომ რეკრეციული სივრცეები, სპორტული მოედნები ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. ამ მხრივ, თბილისში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. მინდა, ერთ კარგ პროექტთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია - სპორტული კომპლექსი, რომლის სამუშაოებსაც მთაწმინდის გამგეობა ახორციელებს, 7 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა. პროექტი მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნებს, 230 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, ტექნიკურ შენობას გასახდელებითა და სხვა საჭირო სივრცეებით, ასევე საპარკინგე სივრცეს“,- განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული სამუშაოები მომდევნო კვირების განმავლობაში დაიწყება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)